ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნათია თურნავა - ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე - ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ცალსახად გამოირიცხება

ნახვები: 540 ნათია თურნავა - ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე - ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ცალსახად გამოირიცხება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის "საგამონაკლისო სიიდან" გამოირიცხება.

თურნავას განცხადებით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება.

ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან გააგზავნა დასკვნა და როგორც ჩანს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს, შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

"მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის "გადავადებული მოქმედებით" - არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება", - განაცხადა თურნავამ "იმედის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა