ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

ნახვები: 540 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს:

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ".

ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე, დასძენს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.

14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა