ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისების ნებართვის თაობაზე ვადას 24 აგვისტოს ჩათვლით აძლევს

ნახვები: 541 თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისების ნებართვის თაობაზე ვადას 24 აგვისტოს ჩათვლით აძლევს

თბილისის მერია მიმართავს აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს არც ქვეითებისთვის, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის, არც სახანძროსთვის და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვადის გასვლის შემდეგ კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

„ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე. ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია, როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზადაა თანამშრომლობისთვის. გონივრული ვადა დასასრულს უახლოვდება. გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტოს ჩათვლით თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს. ამდენი თანხა დაიხარჯა, ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დღეს არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა