ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი ქარსელაძე - ყველა, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს უწყვეტად ასრულებს

ნახვები: 539 ირაკლი ქარსელაძე - ყველა, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს უწყვეტად ასრულებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები კიდევ ერთხელ შეაჯამა.

„ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა. არსებული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხიდის მონტაჟი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, არეალში მაქსიმალურად გავშლილიყავით. მნიშვნელოვანია, რომ პერიმეტრი, შეძლებისდაგვარად, სრულად მოვიცვათ და შესაბამისი მისასვლელები მოვაწყოთ, რათა მაშველებმა, საჯარისო ნაწილებმა ტექნიკის მეშვეობით უფრო მეტი არეალის დამუშავება შეძლონ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ადგილზე მომუშავე ადამიანების ძალისხმევაზე და გაწეული შრომისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყველა, ვინც მონაწილეობს ამ მძიმე სამუშაოებში. ესენი არიან მაშველები, საჯარისო ნაწილები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტრაქტორი ორგანიზაციები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში უკვე მოეწყო ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებითაც სამუშაოები ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე განხორციელდა, მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება, რის შემდეგაც არეალში ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

„იგივე მოხდა ხიდის მოწყობის შემდგომ. დაემატა მდებარეობები უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრთან, ადგილზე თავმოყრილი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა თქმა უნდა, სამუშაოები ძალიან ფრთხილად და მაშველების ზედამხედველობით მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები ხიდის მიმდებარედ, ძველი გზისა და მცირე ქვაბულის ტერიტორიაზეც წარმოებს“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, ამ დროისთვის 90-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა რვა მდებარეობაზე მუშაობს, თუმცა მალე შესაძლებელი იქნება სამუშაო არეალის გაფართოება და იქ, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური ძალა მუშაობს, ტექნიკაც შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა