ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პრეზიდენტი - დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა

ნახვები: 544 პრეზიდენტი - დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, არავის დაავიწყდეს, რომ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატო-ში ინტეგრაციას - მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შიდა სტაბილურობისთვის საჭიროა და ბოლო მიზნამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, რომ დღეს აქცენტი ევროინტეგრაციაზე კეთდება, რადგან რეალური ფანჯარა აქაა, „ნატო-სთან კი ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს“.

„დღეს აქცენტი კეთდება ევროინტეგრაციაზე და ეს ბუნებრივია, რადგან აქ არის რეალური ფანჯარა, რაც უკრაინის ბრძოლის ფასად გაიხსნა. ეს ფანჯარა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ნატო-სთან ასეთივე ფანჯარა დღეს ჩვენთვის არ არსებობს. [ეს ფანჯარა] არსებობს უკრაინისთვის, რამეთუ იქ დღეს ლაპარაკია მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გამომდინარე სწორედ ამ ბრძოლიდან და მათ მიერ მიღწეული შედეგებიდან, რაც არის დღეს ნაწილობრივი გამარჯვება და მიდის გამარჯვებისკენ. ეს დაიმსახურეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იქაც არ ჩამოვრჩეთ ბოლომდე და რომ არავის დაავიწყდეს, რომ ევროინტეგრაციაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს ასევე გულისხმობს ნატო-ში ინტეგრაციას, რადგან ევროპას ჯარი არ გააჩნია, ევროპა არის შექმნილი მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ძლიერი დაცვის ორგანიზაცია იყოს. თუმცა ესეც ნელ-ნელა იცვლება და ნაბიჯი, რაც ევროპას აქამდე არ გადაუდგამს, რომ დაცვის რეჟიმში გადავიდეს, ასევე მოსალოდნელია. ყოველ შემთხვევაში, ნატო იქნება მთავარი ორგანიზაცია ევროპაში, საიდანაც შეიძლება უსაფრთხოება მივიღოთ. მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს - ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოო გაერთიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. იქ არის მშვიდობა, უსაფრთხოება. მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, შიდა სტაბილურობისთვის საჭიროა და ბოლო მიზნამდე მიგვიყვანს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა