ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სააკაშვილი - პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში

ნახვები: 543 მიხეილ სააკაშვილი - პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას.

„მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში.

შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს.

დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი.

ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში, დაღესტანის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია.

როდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს მისი თვალსაზრისით, ეს ყველაფრის მთქმელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა