ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცი - აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა

ნახვები: 539 ოლაფ შოლცი - აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მაშინ, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება და ბერლინი დიდი ხანია, რაც მოკავშირეებთან ამ თემაზე საუბრობს.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი ომის გაყინვაზე და რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგიტიმაციაზე, როგორც ამას ზოგიერთი მხარე აცხადებს.

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებაში და ცხადია, ეს გეგმა აქვს ბელარუსის მიმართაც“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა და „კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე“.

„მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ არ დავთანხმდებით დაწესებულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, – აღნიშნა შოლცმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა