იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს კონსულტაციებს ვილნიუსის სამიტის ფორმულირებაზე ალიანსში უკრაინის სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით

ნახვები: 549 იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს კონსულტაციებს ვილნიუსის სამიტის ფორმულირებაზე ალიანსში უკრაინის სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით

ნატო აგრძელებს კონსულტაციებს ვილნიუსის სამიტის ფორმულირებაზე უკრაინის ალიანსში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინა დღეს განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამ კონტექსტში პოზიტიურია, რომ მოკავშირეები რამდენიმე საკვანძო საკითხზე შეთანხმდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ამ სამიტზე კარგ გამოსავალს ვიპოვით. მოკავშირეებმა უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ასევე, შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის და ალიანსის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ის ნატო-ს წევრი. ახლა ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ უკრაინამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი ომში. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ, ათავისუფლებენ უფრო მეტ ოკუპირებულ ტერიტორიას და უკრაინის წინსვლა ბრძოლის ველზე გააძლიერებს კიევის პოზიციას მოლაპარაკებებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა