ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ჯეიმს აპატურაი - ახლახან ვნახე ცნობები, რომ „დამცველი 2023“-ის სწავლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციით არის მიღებული

ნახვები: 548 ჯეიმს აპატურაი - ახლახან ვნახე ცნობები, რომ „დამცველი 2023“-ის სწავლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციით არის მიღებული

ახლახან ვნახე ცნობები, მთავრობის ინფორმაცია, რომ ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის, რაც წავიკითხე, – ამის შესახებ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საერთაშორისო სამხედრო სწავლება „დამცველი 2023“-თან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, აპატურაის თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა ერთობლივი წვრთნების ჩატარება, კერძოდ, ენერგეტიკული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ სულ ახლახან განვიხილე მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნები, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ეს წვრთნები ასევე უკავშირდება ჩემს ახლანდელ საქმიანობას, ესაა კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ვიმსჯელეთ ერთობლივ წვრთნებზე, რომლის ჩატარებაც ერთად შეგვიძლია. კერძოდ, ენერგეტიკული და კიბერმიმართულებით, რომელშიც საქართველოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, მალე დამტკიცდება. საბოლო ჯამში, ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ასე რომ, მე, უბრალოდ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „დამცველი 2023“-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივად გადაწყდა, რესურსები მიიმართოს ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა