ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

დავით უსუფაშვილი - უმრავლესობამ ყველა წესი დაარღვია, ამას ასე არ დავტოვებთ

ნახვები: 548 დავით უსუფაშვილი - უმრავლესობამ ყველა წესი დაარღვია, ამას ასე არ დავტოვებთ

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევაა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ამ ტიპის დარღვევებს ვერ აპატიებენ და ამ ყველაფერს ასე არ დატოვებენ.

„განგიმარტავთ, რა საშინელება ჩაიდინა უმრავლესობამ ამ დღეებში. ეს მართლაც უპრეცედენტო საშინელებაა, რადგან მათ დაარღვიეს ყველა წესი, მორალი. პარლამენტის წევრთა ერთ/მესამედს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ. ახლა რასაც აკეთებენ, ნიშნავს იმავეს, რომ ჩვენ, 50-მა დეპუტატმა პარლამენტს კანონების მიღების საშუალება არ მივცეთ.

კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილები მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი/მესამედის მხარდაჭერით. რეგლამენტში წერია, რომ ამ საქმეზე სხვა კოლეგების ხმებსა და განწყობებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გასული პლენარული სხდომების განმავლობაში ამ დარბაზში სამჯერ დაფიქსირდა 51- 52 პარლამენტის რეგისტრირებული წევრი და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჩაეტარებინა კენჭისყრა. კენჭისყრა არ ტარდება, თუ კენჭისყრისთვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ არის რეგისტრირებული, კენჭისყრისთვის საჭირო რაოდენობა კი არის 50. ანუ სამჯერ იქნა უხეშად დარღვეული კანონი. ამ ტაქტიკით საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ გვაძლევდნენ. თავად 87 კანონპროექტი აქვთ კენჭისაყრელი და იმასაც ვერ უყრიდნენ კენჭს, რადგან რეგისტრაციას არ გადიოდნენ. თავი შეჰყვეს უზარმაზარ პოლიტიკურ ჩიხში. ახლა ამ დიდი შეცდომის გამოსასწორებლად მეორე უპრეცედენტო შეცდომას უშვებენ, როდესაც კენჭისაყრელი საკითხების სიიდან ამოშალეს, წაშალეს კომისიის თემა. ეს ხდება მაშინ, როდესაც არის პოლიტიკური შეთანხმებაა ან ინიციატორი ითხოვს. რის გამო ბლოკავენ ამ საკითხს? პანიკური შიშია, რომ ბევრი რამ გამოაშკარავდება, ეგრეთ წოდებული კლანის საქმენი საგმირონი როცა იქნება შესწავლილი, რაც ამ დარბაზში მყოფი ადამიანების ბოროტმოქმედებაზეც მიუთითებს. ეს არის სამართლებრივი და ფაქტობრივი რეალობა, რომელიც სახეზე გვაქვს.

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური გეგმა, რომელიც დღეს რეალიზდება. ცხადია, ჩვენ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ. ამ ტიპის დარღვევებს ვერავის ვაპატიებთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩემი უფლების შეზღუდვა, ეს არის კონსტიტუციის, კანონმდებლობის უხეში ხელყოფა. რა იქნება, ამას ვნახავთ დღეს. არა მხოლოდ დღეს, ჩვენ კონსტიტუციაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ჩვენი უფლებების რეალიზებას და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“. გამოსავალთან, მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა