ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი ზარქუა - მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ

ნახვები: 539 ირაკლი ზარქუა - მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ

სასამართლო და მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს. ბუნებრივია, შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ვიდრე 2012 წლამდე იყო, რასაც სხვადასხვა კვლევაც ადასურებს.

„რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. მუშაობა თუ უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ რამეში არ მიუღიათ მონაწილეობა. ახლა, როდესაც საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა და ვეკითხებით, რა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ითხოვთო, ამას არ გვეუბნებიან. ამ დროს სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც კონსტიტუციით არის მესამე ხელისუფლება? რამე დარღვევა თუ არსებობს, შესაბამისი ინსტანციებია იქ, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ.

მეორე – მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მაგალითად, გუშინ ბიუროზე დაეყენებინათ საკითხი, რაც არ დაუყენებიათ. შეეშვან სპეკულაციებს. დღეს აქვთ შესაძლებლობა, თუ ჩამოყალიბდებიან, დააყენონ ეს საკითხი და შემდეგ უმრავლესობა იმსჯელებს, რა ვქნათ. შეგიძლიათ, მიმართოთ ამ რადიკალებს, ასევე ენჯეოშნიკებს, ვინც მაშინ ითხოვდნენ, რომ ჩვენ მუდმივად სასამართლოში დაგვეტოვებინა გირგვლიანის მოსამართლეები, აქციებს უწყობდნენ 2012 წელს, ჩვენ სასამართლო ხელისუფლება გავათავისუფლეთ წნეხისგან. 2012 წელს ვთქვით, რომ არ დავემსგავსებოდით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. მივეცით შესაძლებლობა, ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ. ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს და დღეს „ნაცების“ რიგებში არიან, ხოლო ის, ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია. დღეს რომ სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, ამას მათ შორის საერთაშორისო კვლევები, ამერიკული თუ ევროპულო კვლევებიც ადასტურებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა