ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას უკვე გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება

ნახვები: 541 გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას უკვე გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება

გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე საჭირო სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.

პისტორიუსის ინფორმაციით, ამ კვირაში დაიწყო 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს წვრთნა „ლეოპარდ 1“-ის ტანკებზე.

„ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. „ლეოპარდ 1“-ის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე „ლეოპარდ 1“-ის მთავარი საბრძოლო ტანკის მიწოდება წლის შუა რიცხვებში დაიწყება“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა