ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა, დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს

ნახვები: 543 რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა, დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა და ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს თეა თავართქილაძე, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.

„შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას. თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულიოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას.

გარდა ამისა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შემდეგი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან. იმ ინიციატივას და კონცეფციას, რომელიც გუშინ მინისტრმა წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ბოლომდე ჩაშლის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის, რათა ის ინიციატივა, რაც სამინისტროს მხრიდან წამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის იყოს გასაგები და ბოლომდე მივიტანოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა