ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კახა კალაძე - დავით კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს, რა ფულით, გაუგებარია

ნახვები: 543 კახა კალაძე - დავით კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს, რა ფულით, გაუგებარია

დავით კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ის აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს, რა ფულით, ესეც გაუგებარია და ისიც გაუგებარია, რომ თუ პოლიტიკური პარტიები იღებენ დაფინანსებას, ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული დეკლარაციაში, ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯაროდ, ღიად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არავის ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ წარუდგენია. ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული განცხადებებით და უნდა დაიწყონ მოკვლევა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

მთელი უბედურება არის ის, რომ ადამიანი ჰყვებოდა იმას, რომ 2012 წლამდე, ვიდრე ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, მქონდა ბიზნესებიო. ადამიანი იყო კონკრეტულ თანამდებობებზე და ჟურნალისტს არ გაუჩნდა იმის განცდა, შეკითხვა დაესვა, უბრალოდ, ადამიანისთვის, თუ საიდან, როგორ, რა ბიზნესები, საიდან მოიპოვა, კონკრეტულ თანამდებობებზე იყო ადამიანი. არ გაჩენილა ეს შეკითხვა და არ დაუსვეს. ყველაფერი ნათელია ახლა. გონიერი ხალხია ქართველები და ყველა ყველაფერს ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა