ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ

ნახვები: 541 შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის დროშის შებღალვის გამო, პირი იქნება იდენტიფიცირებული და შესაბამისად დაისჯება ადმინისტრაციული წესით.

„გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე სუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე.

როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა