ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით

ნახვები: 540 გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით

თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში ასევე აზიარებს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ეროვლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, შეარყიოს საქართველოს ხალხის მისწრაფებები, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატო-სკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა