ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას

ნახვები: 547 გიორგი ვაშაძე - მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას

ჩვენ მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ და იბრძოლებენ იმისთვის, რომ პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ვერ მიიღოს.

„სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან. ხედავთ, რომ სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ კატეგორიულად, მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია. პრობლემას შევუქმნით აბსოლუტურად ყველგან. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ „ქართული ოცნების“ სახით, რეალურად, საქმე გვაქვს რუსულ ძალასთან. ხომ ხედავთ, სახე არ აქვთ, დამფრთხალი და შეშინებული არიან.

ვიბრძოლებთ ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში. დღესაც კიდევ თუ სადმე იქნება ამ კანონის განხილვა, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას და ყველგან ვაჩვენებთ ხალხს მათ მხდალ, რუსულ სახეს. ყველგან შევალთ და ყველგან დაგანახებთ, როგორი ჩასვრილები და დამალულები იქნებიან სპეცსამსახურების ზურგს უკან. ამ ადამიანებს საქართველოს ყველა მოქალაქემ საკუთარი განაჩენი უნდა გამოუწეროს. ყველა, ვინც სამშობლოს ღალატობს – სხვათა შორის, ვიცი, რომ ამ დეპუტატებს, ბევრს თავის ოჯახის წევრებთან აქვს უკვე პრობლემა, ოჯახის წევრები უპირისპირდებიან იმ ანტიქართული ქმედების გამო, რასაც ისინი აკეთებენ –  საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები. ვწუხვარ, რომ აქამდე მიიყვანეს თავი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ძალა ჩვენკენ არის და უმრავლესობა ჩვენ ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა