ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - ვცდილობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც

ნახვები: 538 შალვა პაპუაშვილი - ვცდილობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციის კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში დროებითი ნორმებისა და წესების არსებობა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ახსნა.

„პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ვფიქრობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც; მეორე - ეს განპირობებული იყო პოლიტიკური კონტექსტითა და მოცემულობებით. და თუ შემდეგი მოწვევის პარლამენტები გადაწყვეტენ, რომ კარგი წესია, მათ გადაწყვიტონ მომავალში. მესამე - საკონსტიტუციო ცვლილება ხმათა ¾-ით იქნება მიღებული. მართალია, ეს მაღალი ლეგიტიმაციაა, მაგრამ ეს არის წესიდან გადახვევა. ანუ მაღალია კვორუმი, მაგრამ დაბალია ლეგიტიმაცია. კონსტიტუციის ცვლილების ზოგადი წესი ჩვენთან არის, რომ ხმათა 2/3-ით იქნა მიღებული ორი მოწვევის პარლამენტში, ხოლო ჩვენ ახლა გამონაკლისის სახით გვაქვს ¾ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა