ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კელი დეგნანი - საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და დასავლეთს შორის

ნახვები: 541 კელი დეგნანი - საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და დასავლეთს შორის

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში მიმდინარეობს კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოსა და დასავლეთს შორის მჭიდრო პარტნიორობას.

მისივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით.

„ცხადია, ბოლო 6-8 თვეა, საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის იმ მკაფიო არჩევანს, რომელსაც ცხადად და დადასტურებულად აქვს არჩეული ევროპისკენ სვლა. ხალხს უნდა ევროპული მომავალი, ხალხს უნდა ძლიერი დემოკრატია, ეკონომიკის დივერსიფიცირება, კეთილდღეობა და არა რუსეთზე დამოკიდებულება. საქართველომ გასულ წლებში დიდ პროგრესს მიაღწია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს უნდა გაგრძელდეს, საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულება ვაჭრობის, უსაფრთხოების ან ნებისმიერი კუთხით. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეგობრები, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები და ის, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას, მათ უნდა გაიგონ ქართველი ხალხის ხმა, რომ ეს მიუღებელია. თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი ევროპაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა