ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში

ნახვები: 547 ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში

უკრაინელები დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მიმართვაში აღნიშნავს.

როგორც ის ამბობს, საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.

„ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა.

მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე.

უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების წარმოუდგენელი კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე მის მიღმა. საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.

გაერთიანებული სამეფო და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. Слава Україні!“ - აღნიშნავს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა