ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხატია დეკანოიძე - პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს

ნახვები: 543 ხატია დეკანოიძე - პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს

პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ანტიდასავლური პროექტის განხილვებში ჩართვა, რაზეც ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება ფრაქციაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას ფრაქციის ბევრი წევრი არ ესწრებოდა და აუცილებელია ამ საკითხზე პოზიცია ყველამ გამოხატოს.

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას - პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა, ჩემი მოსაზრებით, უფრო ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ყველამ გამოხატოს თავის პოზიცია",- განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ ალტერნატიული პროექტის დარეგისტრირების საკითხს და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი ინიციატივა იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ სულისკვეთებას.

"ივანიშვილის დეპუტაციას და "ქართული ოცნების" განშტოებას, ადამიანებს, რომლებიც რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან, არავითარი ამერიკული პროექტის დაინიცირება და დაანონსება არ შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მნიშვნელოვან სულისკვეთებას. მე მაქვს უარყოფითი პოზიცია იმ პროკრემლისტურ ძალაზე, რომელიც რაიმე აგენტების სიას აანონსებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა