ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნები SABA Reader-ში

ნახვები: 540 ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნები SABA Reader-ში

საქართველოში პირველად, “საბამ” “wavetech” - თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა.

ამ ეტაპზე “საბას” ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული 20-მდე წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის, მათ შორის, რამდენიმე უფასოა.

“Ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ლოგიკურიც არის თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. Მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ „wavetech”-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის  წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და ველოდებით მკითხველების გამოხმაურებას,” - ირინა ჯავახაძე, “საბას” დირექტორი.

“wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის / დატვირთვის ზრდის შესაბამისად სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. შესაბამისად, რადგან “საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. Წიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს - ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს საჭიროებდა. თუმცა, ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით “საბას” 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით - როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა,” - სოფი ზამბახიძე, wavetech-ის დირექტორი.

AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში  ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის. აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვ.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

Რაც შეეხება “wavetech”-ს, იგი Speech Processing კომპანიაა და მისი სერვისები ქართულ Text to Speech, Speech Recognition და Speaker Diarization პროდუქტებს მოიცავს. მათ სერვისებს უკვე 2 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ადამიანური რესურსების ავტომატიზაციებისათვის, როგორიცაა: ხარისხის კონტროლი ქოლცენტრებში, ქოლცენტრების ავტომატიზაცია, პროფესიონალური გახმოვანება და ვოისოვერი, მედიამონიტორინგი და ა.შ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა