War update: Ukraine repels 167 Russian assaults in past 24 hours
Over 1,100 Russian troops eliminated in Dobropillia sector – General Staff
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 830 over past day
Pentagon says US will play minimal role in security guarantees for Ukraine – Politico
Government allocates UAH 300M to rebuild Kyiv region – Svyrydenko
Ukrainian drones hit Russian shelter, ammunition depot in Pokrovsk sector
NATO military chiefs reaffirm support for just and lasting peace in Ukraine
Zelensky presents 'National Legend of Ukraine' awards

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ბანკებს აქვთ ვალდებულება, შეისწავლონ, ვინ არის ეს კლიენტი და ვის ემსახურებიან

08.02.2023 ნახვები: 781

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, როდესაც ბანკები მომსახურებას უწევენ კლიენტს, მათ აქვთ ვალდებულება, შეისწავლონ, ვინ არის ეს კლიენტი და ვის ემსახურებიან. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაში არის გარკვეული ნიშნები, რომ შესაძლოა, ფიზიკური პირები ფინანსურ მომსახურებას უწევდნენ მესამე პირებს.

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ნებისმიერი პირი ფინანსურ მომსახურებას თუ ახორციელებს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის ან რეგისტრაციის გარეშე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულზეც იყოს საუბარი.

„დეტალები არ ვიცით ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რადგან უშუალოდ ფიზიკურ პირებს ჩვენ არ ვზედამხედველობთ, თუმცა, როგორც წესი, ყველა ტიპის ფინანსური მომსახურება რეგულირებადია. ჩვენ როგორც ბანკებს, ისე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ვზედამხედველობთ და თუ ექნება ადგილი მსგავს ფაქტებს, როდესაც ანგარიში გახსნილია ერთი პირის სახელზე და რეალურად იმ ანგარიშის უკან დგას მეორე პირი, ეს უკვე ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევაა. თავად საეჭვო ტრანზაქციები ეროვნულ ბანკში არ იგზავნება, ეს იგზავნება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო ჩარჩო ასეთი რისკების სამართავად, იქნება ეს ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება, სანქციების გვერდის ავლა და ა.შ.

ამ კუთხით მუდმივად ხდება ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობა, პერიოდულად ხარვეზები იდენტიფიცირდება, გვაქვს ამაზე რეაგირება, ჯარიმები ჩვენს გვერდზეც ქვეყნდება, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, კონკრეტული ტრანზაქციების დარეპორტება ხდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, როგორც საეჭვო ტრანზაქციები და როცა შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან, რომ აქ შესაძლოა, რაღაც კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი, უკვე რეაგირება აქვთ ძალოვან სტრუქტურებს და არა ეროვნულ ბანკს.

კომერციულ ბანკს აქვს უფლება, თავისი შეხედულებით და რისკების მართვის საფუძველზე გადაწყვიტოს, მომხმარებელს დაუხუროს ანგარიში თუ – არა. ასეთები მუდმივად ხდება, ანგარიშის დახურვა, თუმცა როგორც საბანკო ასოციაციაშიც იყო გაცხადებული, ბოლო დროს მოხშირებულია ქვეყანაში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე. რისკია თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართული არიან რაღაც კუთხით ამ საქმიანობაში. სულ მცირე საბანკო ანგარიშის დახურვა არის საფრთხე, შემდეგ მათ შეიძლება ლეგიტიმური მიზნებისთვისაც გაუჭირდეთ ამავე ან სხვა ბანკში ახალი ანგარიშის გახსნა, ასევე, უარეს შემთხვევაში, აქ რისკია უკვე სისიხლის სამართლის დანაშაულში გარკვეული სახით ჩართულობის. თავს შევიკავებ, რომ კვალიფიკაცია მივცე ამ დანაშაულს, გამომდინარე იქედან, რომ არ მაქვს ამ ტრანზაქციების დეტალები, თუმცა თუ გარკვეული სახის დანაშაული არის და ამაში ჩართულია ჩვენი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ეს მათთვისაც რისკს წარმოადგენს.

თავად ფიზიკურ პირებთან ჩვენ არ გვაქვს არანაირი პირდაპირი კავშირი, ან ურთიერთობა. არც მათი ტრანზაქციები რეპორტდება ჩვენთან, თუმცა ჩვენ ვზედამხედველობთ ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ ვავალდებულებთ, რომ დაიცვან ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის ფიქტიური ანგარიშები არ უნდა გაუხსნან, სანქციების გვერდის ავლას ხელი არ უნდა შეუწყონ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა