ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სოფელ ჯიხაშკარში, სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ნახვები: 545 სოფელ ჯიხაშკარში, სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ამასთან, 2-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ ბადრი ესებუას მისი ადვოკატი, იოსებ ჯანაშია ქუთაისის #2 დაწესებულებაში დღეს, დღის ბოლოს შეხვდება. როგორც ჯანაშია განმარტავს, ის ესებუას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციასაც ელოდება.

„როდის და რა ვითარებაში დააკავეს, ჩემთვის უცნობია. ვესაუბრე პროკურორს და მასთან ლაპარაკის დროს გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. როგორც გავარკვიე, დაუკავებიათ სოფელ ჯიხაშკარში და გადაყვანილია ქუთაისის #2 დაწესებულებაში“, -განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა