ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

პეტრას აუსტრევიჩუსი - სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება სააკაშვილის მიმართ

ნახვები: 548 პეტრას აუსტრევიჩუსი - სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება სააკაშვილის მიმართ

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.

„თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის. ეს არ არის ევროპული გზა, უფრო სასიკვდილო განაჩენი ოპონენტისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

„დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა