იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლის უარს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილების მხრიდანაც პროტესტი მოჰყვა

ნახვები: 549 მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლის უარს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილების მხრიდანაც პროტესტი მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

სასამართლოს ეზოში შეკრებილები სკანდირებენ შემდეგ სიტყვებს: "მონებო", "მკვლელებო".

აქციიის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო არის მიკერძოებული და ხელისუფლების მიერ მართული.

სასამართლოს ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

„დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა