ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-ში ჩამოაგდეს ჩინეთის გიგანტური საჰაერო ბუშტი, რომელიც სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა

ნახვები: 546 აშშ-ში ჩამოაგდეს ჩინეთის გიგანტური საჰაერო ბუშტი, რომელიც სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა

აშშ-ში ჩამოაგდეს ჩინეთის გიგანტური საჰაერო ბუშტი, რომელიც ვაშინგტონის მტკიცებით, ამერიკის თავზე სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა. პენტაგონში ადასტურებენ, რომ საჰაერო ბუშტი სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით აშშ-ის ტერიტორიული წყლების თავზე ჩამოაგდეს. თავდაცვის უწყების ცნობით, აეროსტატი F-22-ის ტიპის თვითმფრინავმა ერთი რაკეტით ჩამოაგდო. სამხედროები ამჟამად ჩამოგდებული ბურთის ნაწილებს აგროვებენ, რათა შემდგომში შეისწავლონ ისინი.

„საჰაერო ბურთის შესახებ ოთხშაბათს მაცნობეს. იმავე დღეს პენტაგონს დავავალე მისი, რაც შეიძლება მალე ჩამოგდება. ხმელეთზე ვინმესთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, მათ გადაწყვიტეს, რომ ამისთვის საუკეთესო დრო იქნებოდა წყლის თავზე. მათ წარმატებულად ჩამოაგდეს ის. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მფრინავებს, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ საჰაერო ბურთი ჯაშუშური მიზნებისთვის გამოიყენება და აცხადებს, რომ ეს იყო გეზს აცდენილი მეტეოროლოგიური ხომალდი.

აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და პროტესტი გამოთქვა აშშ-ის მიერ სამოქალაქო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.

„გადამოწმების შემდეგ ჩინურმა მხარემ არაერთხელ აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ საჰაერო ხომალდი სამოქალაქო გამოყენების იყო და აშშ-ის სივრცეში ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს იყო აბსოლუტურად შემთხვევითი ინციდენტი“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავზე ჩინური საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა