ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე

ნახვები: 546 ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ გააკეთებს, თუმცა ისაუბრებს უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელსუფლება, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, რაც არის უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად უკრაინის ხელისუფლება წლების მანძლზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე, ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს. მათ შორის არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი ძალიან მაღალ თანამდებობებზეა უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკშვილი საქართველოში, რაც აღიარეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმაც. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი გამოგზავნილ იქნა საქართველოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა