ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

ნახვები: 545 სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა.

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც მადლობა ღმერთს არ ადგენს, ქვეყნის განვითარების კურსს და უფრო ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, არსებობს მთავრობა. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ მთავრობის კომპრომიტირება მსურს პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც ის აკეთებს, მაგრამ უბრალოდ მოვახდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრების ციტირებას, რომლებიც სანქციებთან მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ამბობენ: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან და ენერგომატარებლებს ვიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა