ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა

ნახვები: 541 ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა

ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

„მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს. მე შემატყობინეს, რომ ზოგიერთ გათავისუფლებულზე დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

სამწუხაროდ, ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად. იმდენის შეცვლა, რამდენიც საჭიროა, რათა ადამიანები საბოლოოდ არ გაისვარონ თავიანთ პოზიციებზე.

დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და პროკურატურამ, ღია სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, ათეულობით ჩხრეკა და სხვა სახის ქმედება ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა პირის მიმართ. არ მინდა ისეთი პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, რომელიც ამ პირებმა შეიძლება, გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დაცვისთვის. მაგრამ საზოგადოების რეაქციიდან ვხედავ, რომ ხალხი მხარს უჭერს სამართალდამცავების ქმედებებს. ამიტომ იგრძნობა მოძრაობა სამართლიანობისკენ და სამართლიანობა იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები იყოს სუფთა.

„ნებისმიერი შიდა მიწოდება, ნებისმიერი შესყიდვა – ყველაფერი უნდა მოხდეს აბსოლუტურად სუფთად და პატიოსნად, როგორც გარე მიწოდება ჩვენი თავდაცვისთვის. ვინც ჩაერევა ამაში, ის არ დარჩება შესაბამის სტრუქტურებში.

დღეს კი ცალკე მადლობა მინდა, გადავუხადო უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სწრაფად გამოეხმაურნენ სამარცხვინო ფაქტებს, რომლის შესახებაც ცნობილი გუშინ გახდა… გოგონების ბულინგის ფაქტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოროტმოქმედების პირველი დაკავება განხორციელდა. საქმის წარმოება გრძელდება. უკრაინაში ძალადობის ადგილი არ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა