ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი ქადაგიშვილი - კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი

ნახვები: 547 ირაკლი ქადაგიშვილი - კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი

კინზინგერის ასეთი პროპაგანდისტული მესიჯები გვიჩვენებს იმას, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს - ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კინზინგერს მიკერძოებული პოზიციები აქვს.

„საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 15 წელი იქნება მალე, რაც გაწყვეტილია. ამიტომ, საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს. ზოგადად, კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მის ამ პოზიციებზე რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაიბარეს რუსეთის ინტერესთა სექციის დიპლომატები, ქადაგიშვილი ამბობს, რომ იქ მომუშავე რუსი დიპლომატები არ წარმოადგენენ იმ სტატუსს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარში.

„შვეიცარიის საელჩოში არის ინტერესთა სექცია, ეს არ არის დიპლომატიური მისია და იქ მომუშავე რუსი დიპლომატები არ წარმოადგენენ იმ სტატუსის მატარებლებს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარში პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ, საზოგადოება პროპაგანდისტული ლოზუნგებით ნუ შეგყავთ შეცდომაში. როგორ შეიძლება, ჩინოვნიკი პოლიტიკურ დონეზე აიყვანო? არ ხდება ეს და ახალი თეორია გამოიგონეთ! ამის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესთა სექციას პოლიტიკური და დიპლომატიური რანგი შევძინოთ, ნუ დაასხამთ წყალს რუსეთის ინტერესებზე!

პირადად მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ კინზინგერის ამ პოპულისტურ განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. კინზინგერმა თუ იცის, საქართველომ რუსეთთან რამდენჯერ იომა? როდის დაუსვამს ასეთი შეკითხვა, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას?” - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - დაწერა კინზინგერმა სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა