ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოსკარის პრემიის ნომინანტები დასახელდნენ

ნახვები: 540 ოსკარის პრემიის ნომინანტები დასახელდნენ

ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ყველაზე პრესტიჟულ – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ხუთის ნაცვლად, წელს ათი კინოსურათია წარდგენილი.

11 ნომინაციით ლიდერობს ფილმი Everything Everywhere All At Once. კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს მიშელ იოუ ასრულებს, მაყურებელს მოუთხრობს ისტორიას ქალზე, რომელიც მულტისამყაროებს შორის მოგზაურობს და საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე წარადგინეს ფილმები: Top Gun: Maverick, Avatar და The Banshees of Inisherin.

საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს გერმანული ნამუშევარიც – All Quiet on the Western Front, რომელიც ასევე წარდგენილია წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.

წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში ჯილდოს მოპოვებას ასევე შეეცდებიან: არგენტინული კინოსურათი Argentina, 1985, ბელგიური – Close, პოლონური – Eo და ირლანდიური The Quiet Girl.

მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულენი არიან: ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრაიზერი, პოლ მესკალი და ბილნაინი.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ქეით ბლანშეტი, ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო, მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ.

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოლებენ: მარტინ მაკდონაჰი, სტივენ სპილბერგი, დენიელ შაინერტი და დენკვანი, ტოდ ფილდი და რუბენ ესტლუნდი.

ოსკარების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 12 მარტს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა