ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად - ბოკერია

ნახვები: 542 ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად - ბოკერია

ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

მისი თქმით, ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია მსგავსი ტიპის სარევიზიო კომისია, მაშინ, როცა ორივე საკრებულოში უმრავლესობას სწორედ ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ.

„ყველანი ვხედავთ დიდი ხანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანანო, ძალადობრივ და ცინიკურ მეთოდებითან ერთად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და მთელ ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა და არ აქვს უნარი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ანუ არ შეუძლია მოქმედება. რაც მთავარია, ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთ საერთოში ზელს და ამ ყველაფერს ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული ოპოზიციური პარტიები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი პარტნიორები, იქნება ეს „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ სხვები, დღემდე უარს აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ და თავის დროზეც, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს. ამავდროულად, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევთ ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომ აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. დარღვევების, ძალადობის ფაქტების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ ორი საკრებულო დარჩენილი, სადაც უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას„ და გახარიას პარტიას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა გააჩნიათ. დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ მაგალითად პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი,ჩვენი საზოგადოების ინტერესების სრული უგულებელყოფა და საკუთარი მოვალეობების არ შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა