ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს

ნახვები: 539 საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს

საფრანგეთის მთავრობა უკრაინისთვის „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხზე მუშაობს.

„რაც შეეხება „ლეკლერკებს“, შეიარაღებული ძალების მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად ფასდება კოლექტიურად. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება. პირველი, რომ ეს არ არის ესკალაცია, მეორე, რომ მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე, რომ ის არ ასუსტებს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა უკრაინისთვის ფრანგული „აემექს-10“ მსუბუქი ტანკების, გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერების“ და ამერიკული საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ გადაცემის პირობა დადეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა