ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია

ნახვები: 543 გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია. გიტანას ნაუსედას კონკრეტულად არ დაუსახელებია გერმანია, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის შესაძლო პროვოცირების მიზეზით მძიმე ტექნიკის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება უკრაინელებს მოქალაქეთა სიცოცხლის ფასად უჯდება.

„მე შემიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვხატო, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ, იგვიანებს. შეიძლება, ბევრი მიზეზი ჩამოთვალო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების შეხედულება სხვადასხვაა, რომ შესაძლოა, არ გსურდეს, მოახდინო იმ ქვეყნის პროვოცირება, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით მიცოცავს უკრაინის ტერიტორიაზე, ვფიქრობ, ეს არასწორია. უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია, რადგან ყოველი დღე ძვირი ჯდება, ეს ძვირად ფასობს უკრაინელებისთვის, ეს ეხება ყველაზე ძვირფასს – ადმიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ბერლინი ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა