ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია განახორციელა - ვახტანგ გომელაური

ნახვები: 547 საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია განახორციელა - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ვითარებაში განახორციელა საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შეიარაღებულმა პირმა თვითლიკვიდაცია.

როგორც გომელაურმა საგარეჯოში, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გასროლის ხმა მაშინ გაისმა, „როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარი შეაღო“.

მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებულ პირს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მან დამატებითი გასროლა მოახდინა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები - რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს მათ მუშაობა“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა