ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან იოსელიანი კახა კალაძის განცხადებაზე - „ხელების დაბანა“ სწორი არ არის

ნახვები: 547 ლევან იოსელიანი კახა კალაძის განცხადებაზე - „ხელების დაბანა“ სწორი არ არის

" „ხელების დაბანა“ სწორი არ არის - უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს",  - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიფტებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას, თუმცა, ეს ასე რეგულირებული არ არის და მერიას ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც უწყების ფუნქციონირებას საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ მიუღებელია და ხაზს უსვამს იმას, რომ ზოგადად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როცა 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა გაუმართავ ლიფტს, ამ ამბის შემდეგ, მერიის კომენტარებიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა მომწერა და არ იცოდნენ, რომ ლიფტები ეკუთვნის კორპუსებს, ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ მერიას ჰქონდა პასუხისმგებლობა მათ გამართულ მუშაობაზე. უკეთესი იქნებოდა და მერია ვალდებული იყო, რომ ეს ინფორმაცია აქამდე სცოდნოდათ მოქალაქეებს, რომ თვითონ ამხანაგობებს დაეწყოთ ამაზე ზრუნვა. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი - ლიფტი არის მომეტებული საფრთხის წყარო და გაუმართაობამ შეიძლება ის შედეგი გამოიწვიოს, რაც დადგა. ამიტომ მერიას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, როცა ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება საქმე. ასე ხელების დაბანა, რომ ეს თქვენი საკუთრებაა, არ მიმაჩნია სწორად და არ მიმაჩნია, რომ მერია ასე უნდა ელაპარაკებოდეს იმ ადამიანებს, ვისი გადასახადითაც მერია ფუნქციონირებს.

სამწუხაროდ, მერიას მოხსნილი აქვს ეს პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნაწილში, რომ თუნდაც პერიოდულად მოხდეს ლიფტების შემოწმება. ამ ლოგიკით, მაშინ ყველაფერზე შეუძლია სახელმწიფოს ხელები დაიბანოს და ყველაფერზე თქვას, რომ თქვენ თვითონ მიხედეთ პრობლემებს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს მერია. გასაგებია, რომ ამხანაგობებს აქვთ თავის ვალდებულება და შეიძლება მათ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ, შეიძინონ, განაახლონ, მაგრამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ყველა მიმართულებით, ლიფტი იქნება თუ სხვა რამ, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას, სამწუხაროა, რომ ეს ასე არ არის დარეგულირებული,"- განაცხადა იოსელიანმა.

კახა კალაძე - მეგობრებო, ლიფტები არის თქვენი საკუთრება, უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა