ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს

ნახვები: 542 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს

გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ ჩანიშნულ

სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ მედიას „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა, ის მზად, არის სასამართლოს „ჩაერთოს“.

„სასამართლოსთან დაკავშირებით, მზად არის, რომ ჩაერთოს.. ამბობს, რომ მზად არის. ჩემი აზრია, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. არ ვიცი, ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა“ , - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა“.

„წონის კლება ისევ გრძელდება. სიცხე მერამდენე თვეა აქვს რეგულარულად“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა