ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი კახიანი: მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი

ნახვები: 539 გიორგი კახიანი: მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული - ამის იქნეთ აღარ წავალ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

მისივე თქმით, თუკი რისკები არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

გიორგი კახიანის აზრით, "ხალხის ძალის" განცხადება საკმაოდ ყურადსაღებია.

"მოცემულობა ასეთია: - თუკი ვინმეს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, ეს პირველ რიგში, არის ხელისუფლება. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. როგორც ჩანს, არის ძალები, რომელთა ინტერესში ეს არ შედის. პირიქით, მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი, რათა ამას შემდგომ არეულობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებია ცვლილება მოჰყვეს.

ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუკი რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება- "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს

გიული ალასანია: არ მგონია, „ხალხის ძალაში“ პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანები იყვნენ

დავით მათიკაშვილი: „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება

პაატა მანჯგალაძე: ხალხის ძალის“ განცხადება არის დადასტურება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა