ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

"მიხეილ სააკაშვილი სია" - რომელი უწყებების თანამშრომლები იქნება მაგნისტკის მგავსი სიის წევრები საქართველოში

ნახვები: 548 "მიხეილ სააკაშვილი სია" - რომელი უწყებების თანამშრომლები იქნება მაგნისტკის მგავსი სიის წევრები საქართველოში

შეხვედრა გვქონდა სამართლებრივ ჯგუფთან, გაირკვა მთელი რიგი საკითხები, ამ სიაზე იმუშავებენ მიხეილ სააკაშვილის ქართველი და ამერიკელი ადვოკატები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, „შეხვედრაზე წარდგენილი იყო მტკიცებულებები ყველა იმ პირზე, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდები და მტკიცებულებები, რომ მათ ჩადენილი აქვთ სააკაშვილის მიმართ კანონდარღვევები“.

„განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მინდა, მადლობა გადავუხადო  ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არცერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ამ სიაში აუცილებლად მოხვდება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„ის არის ჩინოვნიკი, მაღალი თანამდებობის პირი. რატი ბრეგაძე არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის მიერ დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის, სმიტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პრეცედენტიდან, რომელიც იყო მაგნიტსკის საქმეზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ სიას შეექმნას გარკვეული შეფერხებები და გვინდა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. ყველა ადამიანი, ვისაც სააკაშვილთან შეხება ჰქონდა კანონდარღვევით და არსებობს მტკიცებულება, ყველა შევა ამ სიაში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს მიმართა- მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

ბროუდერი სააკაშვილს მაგნიტსკის სიაზე პასუხობს

შალვა ხაჭაპურიძ: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ

ხატია დეკანოიძე - ე.წ. მაგნიტსკის სია სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა