ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა

ნახვები: 540 ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა

 

ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა - ერთი წელია ასეთია სახელმწიფოს პოზიცია და ასევე გაგრძელდება! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თავად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და იმ მდგომარეობაში არ არის, ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს.

“თუ ვინმეს დაავიწყდა შემიძლია შევახსენო, რომ საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა და ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. გამომდინარე აქედან, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას - ისეთივე საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს უკრაინაა - ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ასეთი საფრთხე ემუქრება, სხვა არ არსებობს!

ყველამ კარგად ვიცით, რა შეიარაღება გააჩნია საქართველოს. ის მცირე შეიარაღება, რომელიც მას აქვს, სხვა ქვეყანას გადასცეს - თუნდაც მეგობარ, ძმურ სახელმწიფოს, როცა თავად არის რუსეთის ოკუპაციასთან პირისპირ, თუ ვინმე ამიხსნის, ამაში რა ლოგიკაა, სიამოვნებით მოვუსმენ...

მაშინ როცა არიან საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები, რომლებიც სამხედრო შეიარაღებას აწარმოებენ და არც მის გადაცემაზე ამბობენ უარს, რატომ უნდა სთხოვონ ისედაც მცირე შეიარაღების გადაცემა საქართველოს? მესმის, რომ უკრაინას სურს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დაეხმაროს მას - მისი ეს სურვილი გასაგებია და უკრაინის მხრიდან პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ქვეყნის შიგნით ვხედავ, როცა ამის გამო ოპონენტები გვაკრიტიკებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ამავე თემაზე:

გია ვოლსკი - კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში

თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა