ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

იაგო ხვიჩია - პატრიარქის რჩევა კარგია, მარტო მიხეილ სააკაშვილმა კი არა, რეალობა ჩვენც უნდა მივიღოთ და ვიმოქმედოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მაინც უკეთესი არჩევანი გვქონდეს

ნახვები: 548 იაგო ხვიჩია - პატრიარქის რჩევა კარგია, მარტო მიხეილ სააკაშვილმა კი არა, რეალობა ჩვენც უნდა მივიღოთ და ვიმოქმედოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მაინც უკეთესი არჩევანი გვქონდეს

10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც პატრიარქი ყოფილ პრეზიდენტს უსურვებს, "სხვა, ჭეშმარიტი რეალობა“ მიიღოს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პატრიარქმა კარგი რჩევა მისცა.

„ქოცების“ დამსახურებით, 10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო და შესაბამისად, ადეკვატურად იმოქმედო. ასე რომ, არ გამკვირვებია პატრიარქის ეს წერილი, კარგი რჩევაა, როცა ასეთ სიტუაციაში მოხვდები. სულ სხვა საკითხია, იქიდან როგორ გამოხვალ, მაგრამ რეალობა ზოგადად ყოველთვის უნდა აღვიქვათ. რაც ჩვენს თავს არის, ის რეალობა რომ მივიღოთ და რომ არ გავგიჟდეთ, ეს არის სწორი და ადამიანური რჩევა ყოველთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ გაიგო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, კარგი რჩევაა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩია ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სანტა-ბარბარას ჰგავს.

„სანამ ეს თამაში გრძელდება, მიხეილ სააკაშვილს არ გაუშვებენ. უნდა დაველოდოთ იმას, რომ ამას დაცვის მხარე მიხვდება. რასაკვირველია, ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ გამართული ამ „სანტა-ბარბარათი“ ზიანდება, მაგრამ ეს გუშინ არ დაწყებულა, 10 წელია გრძელდება. რეალობა ისეთია, როგორიც არის და მარტო მიხეილ სააკაშვილმა კი არა, ჩვენც უნდა მივიღოთ რეალობა და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე მაინც უკეთესი არჩევანი გვქონდეს. ამისთვის ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა