ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი სააკაშვილი - მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

ნახვები: 547 გიორგი სააკაშვილი - მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

მე ძალიან გამიხარდება, მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, თუ გვინდა, რომ ევროპული საზოგადოების წევრები ვიყოთ, უნდა იყოს გადადგმული არსებითი ნაბიჯები. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"აქ არის საკითხი მიხეილ სააკაშვილი ან გადარჩება, ან დამთავრდება ლეტალური შედეგით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნება" რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არის დღეებზე საუბარი, რომ მმართველმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება - მიშას ვწირავთ ბოლომდე, თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა