ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზურაბ აზარაშვილი - დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე

ნახვები: 543 ზურაბ აზარაშვილი - დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე

დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პატიმრების მიმართ არ იყო ასეთი დამოკიდებულება და იყო რადიკალურად განსხვავებული სურათი.

„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით, ასევე იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს და შესაბამისი ნიმუშების ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ექსპერტიზის ჩატარება.

„გიპასუხებთ ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან, რადგან ჩვენ არანაირად არ ვართ ამ პროცესში ჩართული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა