ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან, ასევე, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

ნახვები: 542 „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან, ასევე, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში დანიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

გერმანელი მინისტრი ასევე მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“.

„ჩვენი დახმარების მთავარი ნაწილი არის საჰაერო თავდაცვა, რადგან თითოეული რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინა ანადგურებს, ნიშნავს ოდნავ ნაკლებ ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვაში. საჰაერო თავდაცვა იხსნის სიცოცხლეებს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ეს თანხმა უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა