ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე - ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების ისტერიული პრინციპით გაკაპასებული კამპანია წარმოებს, ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცეები რისკის წინაშე იყვნენ

ნახვები: 547 მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე - ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების ისტერიული პრინციპით გაკაპასებული კამპანია წარმოებს, ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, ვიღაცეები რისკის წინაშე იყვნენ

ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება აჟიტირებული, გაკაპასებული კამპანიის წარმოება. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცეები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა, მოპოვებული მტკიცებულებებით, სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი [ნაცმოძრაობის] მხრიდან იყო მხარდაჭერილი. მისივე თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დიახ, ომის დანაშაულები ჩაიდინა რუსულმა, ანუ ოკუპანტის მხარემ და ამ სამართლებრივ ბრძოლაში საქართველო გამოვიდა გამარჯვებული. „ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე სანამ ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან? ჩვენზე კარგად ხომ იციან, მე-5 პუნქტში რაც ჩაწერეს და რას დაუჭირეს მხარი, რომ კასეტური ბომბებით დაიბომბა ცხინვალი და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა და რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ომის დაწყება 7 აგვისტოს სწორედ ამას დაუკავშირეს? ეს ხომ იციან? ის ხომ იციან, რომ მე-11 პუნქტში თავად მოაწერეს ხელი იმაზე, რომ ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევას ჰქონდაო ადგილი და შესაძლოაო საქართველოს და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ომის დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და საფუძვლიანი გამოძიება ჭირდებაო და კიო, სჭირდება ამას საფუძვლიანი გამოძიებაო, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან? და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება რაღაც თითქოს მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება. რეალურად, ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოცემულობა, რაც მათ დაუშვეს და რითაც თავის სამხედროებს უდიდესი დარტყმა მიაყენეს და რისკის წინაშე დააყენეს ეს ადამიანები, როგორც არ ვიცი, შეიძლება თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო ობიექტი ამ შემთხვევაში, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ უამრავი მტკიცებულება მოძიებული, არ ვიცი, გენშტაბის უფროსი, სამხედროები, გასაგებია, რომ რიგით სამხედროებზე შეიძლება არ ყოფილიყო ლაპარაკი. ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცეები. ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა