ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე-ვიქტორ ორბანი

ნახვები: 547 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე-ვიქტორ ორბანი

ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი.

„მე რუმინეთში 18 წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე, ძალიან თვალშისაცემია წინსვლა და ვულოცავ ქვეყანას ამ პროგრესს. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობა შენგენის ზონაში. ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში და ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს და რუმინეთი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ამ ზონის წევრი. გარწმუნებთ, რომ რუმინელი მეგობრები ნამდვილად უნდა იყვნენ ჩვენს იმედზე, ჩვენ ამას მივაღწევთ.

რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ისეთი დამაბნეველია ეს სიტუაცია, რომ ასეთი არც გვახსოვს ჩვენს სამეზობლოში. მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში, სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი, ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა, ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად, ჩვენ უპრეცედენტო ზომები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად, იმასთან შედარებით, რაც ოდესმე გვქონია. ეკონომიკის ისტორიაც ცხადყოფს, რომ ევროპაში როდესაც ხდება იაფი ენერგიის იმპორტი და ნედლეულის იმპორტი რუსეთში, ეს უკვე წარსულ ჩაბარდა და აწმყოს აღარ ეკუთვნის. ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას, ახალი სტრატეგია არ გვქონდა, ახლა ჩვენ გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ ლიდერებმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს ერებს, ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგოსუაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს რამდენადაც შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა, დივერსიფიკაცია მხოლოდ იქამდეა ოცნება, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე გონივრულ საზღვრებში კასპიის ზღვიდან გვაქვს ეს ენერგორესურსი მოწოდების შესაძლებლობა და ევროკომისიის ძალისხმევითა და ხელშეწყობით აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მიხარია, რომ აზერბაიჯანი და პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყვნენ ევროკავშირთან თანამშრომლობის იდეის მიმართ.

მე ყოველთვის შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია, ენდოს აზერბაიჯანს როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია, უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად და როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი, გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოში და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს იმისთვის, რომ დღეს გვაქვს საშუალება ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას ენერგოსექტორში“, – განაცხადა ორბანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა