ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა ხაჭაპურიძე - ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ

ნახვები: 545 შალვა ხაჭაპურიძე - ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ

სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი, - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტია ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ახლა მცდელობაა იმისა, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”.

„ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?! თურმე პატიმარი ვერ ჩართეს, აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? - შიში და რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, ამას სხვა არაფერი ჰქვია”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სასჯელის გადავადების შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კი, მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი, კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა