ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გურამ მაჭარაშვილი - კანდიდატის სტატუსის არმონიჭება საქართველოსთვის იყო ერთგვარი დასჯა, რადგან საქართველო არ დაემორჩილა სენატორების და ევროპარლამენტარების სურვილს

ნახვები: 542 გურამ მაჭარაშვილი - კანდიდატის სტატუსის არმონიჭება საქართველოსთვის იყო ერთგვარი დასჯა, რადგან საქართველო არ დაემორჩილა სენატორების და ევროპარლამენტარების სურვილს

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის არმონიჭება საქართველოსთვის იყო ერთგვარი დასჯა იმიტომ, რომ საქართველო არ დაემორჩილა ისეთი სენატორების თუ ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლებსაც სურდათ, საქართველოში მეორე ფრონტი ყოფილიყო, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა.

„ეს პრაქტიკულად აღიარებული იყო, მათ შორის, მაკრონის მხრიდანაც, როდესაც მან პირდაპირ თქვა - უკრაინას სტატუსი მიანიჭეს იმიტომ, რომ იქ ომია, მოლდოვაშიც პრაქტიკულად ასეთი რთული მდგომარეობაა. პერსპექტივა მოგვცეს, რაც კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული და ეს ევროპის ინსტიტუციებსაც კი აქვთ უკვე გამოქვეყნებული. ყველა პარამეტრებით წინ ვართ როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე. ამას გარდა, ჩვენი, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დელეგაციები დადიან ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში. რეალური შეხვედრებია და არა ისეთი, გიორგი ვაშაძე რომ ჩადის და სადარბაზოებში იძლევა ინტერვიუებს. ოფიციალურ შეხვედრებზე ამბობენ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ზეწოლაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტი გააჩაღოს, რაც მაჭარაშვილის განმარტებით, საქართველოში არ მოხდება.

„როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა ხედავს, რომ რადიკალები და მათი პატრონები უცხოეთში პრაქტიკულად, ნატო-ს და ევროკავშირს ომის სიმბოლოდ ასაღებენ, ეს არის სწორედ ანტიდასავლური და არა ჩვენი განცხადებები, სადაც საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ არ და ვერ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც იქნება მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა