ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდით არიან დაკავებულნი

ნახვები: 540 ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდით არიან დაკავებულნი

სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდით არიან დაკავებულნი, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას, რომელმაც აშშ- ში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკა.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ნარატივს რუსული დეზინფორმაციული მანქანა წლებია ავრცელებს.

„ეს ნარატივი ახალი არ არის. ამ ტიპის ნარატივს წლებია უკვე ავრცელებს რუსული დეზინფორმაციული მანქანა, რომელიც ვერ ამბობს, რომ რუსეთი კარგია, ამიტომ ამბობს, რომ რუსეთი კი ცუდია, მაგრამ დასავლეთიც ჩვენნაირია, ეს არის დეზინფორმაციის მთავარი ხაზი უკვე მრავალი წელი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი ზარქუამ შეერთებულ შტატებში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნები "იმედის" ეთერში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს.

"ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია და მე, თუ არის საშუალება, დავგმობდი ამას", - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა